თბილისში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N8 კორპუსის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი განახლდა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N8 კორპუსის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი განახლდა. სამუშაოების შედეგად, კორპუსის გარშემო მოეწყო გზის ახალი საფუძველი, ბორდიური და ასფალტის საფარი დაიგო.
პროექტის თანახმად, სამუშაოებმა 900-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორია მოიცვა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყო.