საბურთალოს რაიონში, ალექსიძის N1-ში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ალექსიძის N1-ში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 95 გრძივ მეტრზე შეიცვლება მილები. ასევე, დამონტაჟდება 6 საკომუნიკაციო ჭა.
აღნიშნული პროექტი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, 100%-იანი დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 81 698 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები