კალაძემ თბილისელებს ახალი ვებგვერდი –  Tbilisistvis.ge წარუდგინა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, თბილისელებს ახალი ვებგვერდი –  Tbilisistvis.ge წარუდგინა.

„ამ საიტის შექმნის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ყველა იმ პროექტზე, რომელიც თბილისში ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია. ვებგვერდი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიხილოთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტული უბნების მიხედვით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები