ზურაბ აბაშიძე: ვიზრუნებ, რომ ის ინიციატივები, რომლებსაც განვახორციელებთ, თითოეული ოჯახისთვის სიკეთის მომტანი იყოს
თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს თავისი საჭიროებები და ინიციატივებიც გაუზიარეს.
ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის, ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას ესტუმრება და თავის სამაჟორიტარო ოფისში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.
„მინდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს ვუთხრა, მე ყოველთვის ვიდგები თქვენთან ერთად და ვიზრუნებ იმაზე, რომ ის სასარგებლო ინიციატივები და პროექტები, როლებსაც მომავალში განვახორციელებთ, თითოეული ოჯახისთვის სიკეთის მომტანი იყოს.
დარწმუნებული ვარ, მოსახლეობასთან თანამშრომლობით, ეტაპობრივად რაიონში არსებულ ყველა გამოწვევას დავძლევთ და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მთაწმინდა გახდება კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე უბანი”, – თქვა ზურაბ აბაშიძემ.
შეხვედრაზე საუბარი ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობასაც შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოსდღიურად აცრილთა რიცხვი, რათა საზოგადოება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.