თბილისში, ვაჟა-ფშაველას N50-სა და N52-ში წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, ვაჟა-ფშაველას N50-სა და N52-ში წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება.
სამუშაოების ფარგლებში, ორი მრავალბინიანი კორპუსის ტერიტორიაზე სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რებილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე შეხვდა.