კანარის კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა (ფოტო, ვიდეო)

კანარის კუნძულ ლა პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი”ავრცელებს.

კუნძული ესპანეთის არქიპელაგის სიდიდით მე-5 კუნძულია, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს.

“როიტერის” ინფორმაციით, ამოფრქვევას წინ უსწრებდა მცირე სიმძლავრის მიწისძვრები.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ რამდენიმე სახლი ლავის ნაკადებმა დაანგრია, გარდა ამისა, ამოფრქვევამ ტყის ხანძარი გამოიწვია.

კუნძულებიდან, ჯამურად, 5 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები