საბურთალოს გამგეობამ 4 მისამართზე ელექტროპანდუსები მოაწყო

საბურთალოს გამგეობამ დოლიძის N7-ში, ბალანჩივაძეების N8-ში, პეტრიწის N4-სა და ცინცაძის N9-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ელექტროპანდუსები მოაწყო.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე გაეცნო.
საცხოვრებელი კორპუსების ადაპტირების შემდეგ, შშმ პირებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ.
პროექტები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 178 895 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები კი კომპანია „იმგომ“ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები