ბიჭუნა და ღარიბი ფილიპინელი – როგორ შეცვალა ერთმა გზავნილმა მათი ცხოვრება 15 წლის შემდეგ 

ამერიკელი ახალგაზრდის ისტორია, რომელიც 20 წლის წინ დაიწყო, ჩვეულებრივ, მელოდრამასა და ზღაპარს ჰგავს. შვიდი წლის ტირელ ვოლფმა 2000 წელს საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა, სახელად – „ოპერაცია საშობაო ბავშვი“. ფეხსაცმლის ყუთში ბიჭუნამ სკოლის საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები, წერილი და ფოტო ჩადო. შემდეგ ტირელის მშობლებმა ის ეკლესიაში მიიტანეს. ბიჭუნას ეს ამბავი დავიწყებული ჰქონდა, ხოლო თავად გზავნილი ღარიბი ფილიპინელის ოჯახში „გაემგზავრა“.

ეს არავის გახსენებია, სანამ 2009 წელს „ფეისბუქზე“ გოგონამ – სახელად ჯოანა მარჩანმა ტირელს არ მისწერა. ტირელმა არ იცოდა, ვინ იყო ის და გადაწყვიტა, პასუხი არ გაეცა.

მოგვიანებით, გოგონამ კვლავ სთხოვა მეგობრობა ტირელს სოციალურ ქსელში. მაშინ ტირელმა გამოკითხა, თუ ვინ იყო ის, ჯოანამ კი 9 წლის წინანდელი გზავნილის შესახებ უამბო. როგორც აღმოჩნდა, მან საპასუხო წერილიც კი მისწერა მაშინ, მაგრამ ის სადღაც დაიკარგა. ტირელს ამ დროისთვის საერთოდ დავიწყებული ჰქონდა ქველმოქმედების ამბავი და ისტორიის დასამოწმებლად დედას მიმართა. დედამ ყველაფერი დაუდასტურა და ახალგაზრდებმა მიმოწერა განაგრძეს.

ერთი წლის შემდეგ მათ შეხვედრა გადაწყვიტეს. ტირელმა მოგზაურობისთვის ფული შეაგროვა და მანილაში გაემგზავრა. ის საოცრად ღელავდა, ვინაიდან ეს პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო, მაგრამ აეროპორტში ჯოანასთან შეხვედრის შემდეგ მიხვდა, რომ სანერვიულო არაფერი იყო. მათ ერთად 10 დღე გაატარეს. ტირელი გამგზავრებისას ჯოანას დაბრუნებას შეჰპირდა. მან პირობა შეასრულა და უკვე ერთი თვით დარჩა მასთან. მეორე შეხვედრის შემდეგ, ტირელმა ჯოანას მშობლებს მისი ხელი სთხოვა. ისინიც დათანხმდნენ. შეყვარებულებმა ქორწილი ამერიკაში, ტირელის მშობლების რანჩოზე გადაიხადეს. მალევე ახალგაზრდა წყვილს შვილი ეყოლა.

ალბათ, საოცრებებიც ზუსტად იქ ხდება ხოლმე, სადაც ამას არ ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები