ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა

ნაძალადევის რაიონში ბეჟანიშვილის ქუჩის „ა“ კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, წყალსაწრეტი მილები შეიცვალა.
პროექტის ფარგლებში, 935 კვ.მ ფართობზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა და 346 გრძივ მეტრზე ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა. პროექტის ღირებულება 30 260 ლარია. აღნიშნულ მისამართზე 75 ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები