ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, თაყაიშვილის N3-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია სრულდება, ბარნოვის N73-ში კი სამუშაოები უკვე განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად გამოიცვალა მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგო.
ადგილობრივ მაცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი  – დავით კვინიკაძე შეხვდა და მათ საჭიროებებზე გაესაუბრა.
აღნიშნული პროექტების ღირებულება, დაახლოებით, 50 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები