დაკარგული სამოთხე – რა ვითარებაა 224 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში

არაჩვეულებრივი სახლი, რომელსაც „ამერიკულ ვერსალს“ უწოდებენ, პენსილვანიაში მდებარეობს. უზარმაზარი შენობა, არაჩვეულებრივი ინტერიერით, უკვე დიდი ხანია, ცარიელია. 1900-იანი წლების დასაწყისში ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ააშენა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ლამაზი სასახლე მოთხოვნადი აღარ იყო.

224 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში 55 საძინებელი, 20 სააბაზანო და უზარმაზარი მისაღები ოთახია. მიტოვებული სახლის სევდიანი ისტორია „ტიტანიკს“ უკავშირდება.

შენობა 1900 წელს პიტერ უაიდენერმა ააშენა, იმ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა. ეს სახლი 14 ჰექტარზეა განლაგებული, ფილადელფიასთან ახლოს. როგორც ამბობენ, მისმა მფლობელმა „ტიტანიკის“ შექმნაში 20% ჩადო, მაგრამ ხანდაზმულობის გამო, კრუიზში არ წავიდა. სამწუხაროდ, ტრაგიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა მისი ვაჟი, თავის მეუღლესა და შვილთან ერთად. შვილი და შვილიშვილი გემის ჩაძირვის დროს დაიღუპნენ, ხოლო რძალი უბედურ შემთხვევას გადაურჩა. თავად უაიდენერი მომხდარიდან სამ წელიწადში დაიღუპა და ეს სახლი უმცროს ვაჟს, ჯოზეფს დაუტოვა.

სახლში სახელად „Lyneewood Hall“ დიდი შიდა აუზია, ნახატების გალერეა და საცეკვაო დარბაზი, რომელშიც ერთდროულად 1000 ადამიანის მოთავსება შეუძლია.

სამწუხაროდ, დიდებული შენობა მიტოვებული დგას. ჯოზეფ უაიდენერის სიკვდილის შემდეგ, 1943 წელს ეს სახლი დაცარიელდა. ათი წლის შემდეგ ის კარლ მაკინტაირმა იყიდა. მას სახლი რელიგიურ სკოლად გადააკეთა, მაგრამ ის 1992 წელს დახურეს არასაკმარისი ფინანსური უზრუნველყოფის გამო. ოთხი წლის შემდეგ შენობა უსასყიდლოდ გადაეცა პირველ კორეულ ეკლესიას ნიუ-იორკში. მდიდრულად გაწყობილ სახლში მე-16 საუკუნის ფრესკების ნახვაა შესაძლებელია და ცნობილი მხატვრების ნახატების, მაგალითად, იან ვერმეერის, რემბრანტის, ელ გრეკო, მანე და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ სახლის ღირებულება 1900 წელს 8 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ახლა 224 მილიონ დოლარს უდრის. 2019 წელს სახლი გასაყიდად გაიტანეს და 20 მილიონ დოლარად შეაფასეს. ცოტა ხნის წინ კი სახლის ღირებულება 11 მილიონ დოლარამდე დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები