ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას„თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმა ღაზას სამხრეთ ნაწილში ორშაბათს, გვიან ღამით მას შემდეგ მოხდა, რაც “ჰამასის” მხრიდან აალებადი ბუშტები გაუშვეს და 3 ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ დარტყმა მიაყენეს “ჰამასის” რაკეტების წარმოების ობიექტსა და სასწავლო ბანაკს ხან იუნისში.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მიუხედავად მაისში დადებული შეთანხმებისა ისრაელსა და ღაზას შორის, დაძაბულობა კვლავ მაღალია.