„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ ერთ-ერთ სადგურში ხანძარი გაჩნდა, ეხმაურება და აცხადებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„დღეს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთი სადგური იწვის სიმართლეს არ შეესაბამება. ხანძარი გაჩნდა გახოკიძის ქუჩა N146-ის გარე პერიმეტრზე, დაიწვა ბალახის საფარი, რასაც არანაირი კავშირი არ ქონია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტთან. ჩვენი ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.