ლელა გუჯარაიძე გიორგი გახარიას პარტიის დატოვების მიზეზს განმარტავს

“საქართველოსთვის” შტაბის და სიის წევრი ყაზბეგში, ლელა გუჯარაიძე გიორგი გახარიას პარტიის დატოვების მიზეზს სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტავს.

“მანამ სანამ დაიბადება არაერთი კითხვა და ამ კითხვებს მოჰყვება პასუხები, რომელიც შეიძლება იყოს აზრს მოკლებული გადავწყვიტე მე ვაცნობო საზოგადოებას, თუ რატომ დავტოვე გახარიას პარტია.

გახარიას მიერ კალაძის წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებამ დამარწმუნა იმ ყველაფერში, რასაც მეუბნებოდნენ და რაზეც საუბარი სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობდა.

ეს საუბრები ეხებოდა იმას, რომ გახარია მელიას გამო გადადგა და საარჩევნოდაც მის დასახმარებლად დაბრუნდა. ახლა, როდესაც გახარიამ ეს ყველაფერი საქმით დაადასტურა, ჩემს თავს მის გუნდში ნამდვილად ვეღარ ვხედავ.

,,ქართულ ოცნებას” ვუსურვებ წარმატებას და ახლა უფრო მეტად დავრწმუნდი, მის გუნდურობაში და ქვეყნის სადმი სიყვარულში !

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ !

პ.ს. შეცდომები მოსულა მხოლოდ მაშინ თუ დროულად გამოასწორებ”,- წერს გუჯარაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები