ნიკოლა ტესლას ელექტრომობილის დღემდე ამოუხსნელი საიდუმლო

ცნობილი გამომგონებელი და „ელექტროობის ჯადოქარი“ ნიკოლა ტესლა, როგორც მას მეორე არანაკლებ ცნობილი მეცნიერი, რეზერფორდი უწოდებდა, 1856 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაიბადა. ტესლას არაერთხელ გაუოცებია საზოგადოება, თუმცა რაც მან 1931 წელს გააკეთა, დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება სამეცნიერო და არა მარტო სამეცნიერო წრეებში.

ახალთახალ “Pierce-Arrow”-ის მარკის ავტომობილს ყველას თვალწინ მოხსნეს შიდა წვის ძრავი. ტესლამ გამოთავისუფლებულ ადგილზე მის მიერ დამზადებული ელექტრომოტორი დაამაგრა. იქვე,  რადიო მაღაზიიდან რამდენიმე რეზისტორი, 12 ელექტრო დიოდი გამოიტანა და ამ ყველაფრისგან, დაახლოებით, 60-სანტიმეტრიანი ყუთი დაამზადა, საიდანაც ორი 7 სანტიმეტრის სიგრძის სადენი იყო გამოშვერილი. ეს ყველაფერი ძრავის ხუფის ქვეშ მოათავსა და  იქვე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ  მას უკვე ჰქონდა ენერგია.

ტესლა მძღოლის ადგილზე დაჯდა და ავტომობილიც დაიძრა. ელექტრომობილი საათში 150 კმ/სთ-ს ავითარებდა.  საინტერესოა, რომ ამ ავტომობილით ის ყოველგვარი კვების წყაროს გარეშე, მთელი ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობდა. გასაოცარი იყო ისიც, რომ ავტომობილი ცვლადი დენის მეშვეობით გადაადგილდებოდა და ენერგიის მისაღებად ტესლას არც  ელემენტები და არც აკუმულატორი გამოუყენებია.

ნანახით გაოცებულმა საზოგადოებამ ტესლას შავ მაგიაში დასდო ბრალი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამ ექსპერიმენტიდან მალევე ტესლამ  მოახერხა და 200 ნათურის ასანთებად საჭირო ენერგია 40 კილომეტრის მანძილზე ყოველგვარი სადენის გარეშე გაატარა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ტესლა ამტკიცებდა, რომ  შეეძლო 400 კილომეტრის მანძილზე ისეთი ენერგია გადაეტანა, რომელიც 1000 თვითმფრინავს და მილიონიან არმიას გაანადგურებდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ყველა ეს საიდუმლო ტესლამ საფლავში წაიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები