პიკასოს სიკვდილი და პოლ მაკარტნის მიერ სახელდახელოდ მიძღვნილი სიმღერა
1973 წლის 8 აპრილს პაბლო პიკასო საკუთარ ვილაზე, ნოტრ-დამ-დე-ში გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო. სიკვდილის წინ მან ცნობილი სიტყვები წარმოსთქვა:
„შესვით ჩემი სადღეგრძელო, დალიეთ ჩემი ჯანმრთელობისთვის, ხომ იცით, რომ მე მეტის დალევა აღარ შემიძლია“.
მსოფლიოს მეორე ბოლოში, იამაიკაზე, პოლ მაკარტნი ჯასთინ ჰოფმანთან ერთად ვახშმობდა. მსახიობმა მუსიკოსს ჰკითხა, თუ შეეძლო დაეწერა სიმღერა ასე არაფრიდან.
პოლი ცდაზე დათანხმდა. ჰოფმანმა ახალი ჟურნალი აიღო, სადაც წაიკითხა პიკასოს გარდაცვალების შესახებ ცნობა და მისი უკანასკნელი ფრაზა. მაკარტნიმ მაშინვე აიღო გიტარა და პიკასოს სიტყვებზე მელოდიის მოფიქრება დაიწყო, რითიც საკმაოდ გააოცა თავისი მეგობარი.
„დიდებული მოხუცი მხატვარი
წუხელ გარდაიცვალა,
მისი ნახატები კედლებზეა.
წასვლის წინ მან
მშვიდობიანი ღამე გვისურვა.
შესვით ჩემი სადღეგრძელო,
დალიეთ ჩემი ჯანმრთელობისთვის.
ხომ იცით, რომ მე მეტის დალევა აღარ შემიძლია!“
შექმნილმა სიმღერამ – “Picasso’s Last Words (Drink to Me)” – 1973 წლის ალბომი – “Band on the Run” – დაამშვენა. ხელოვნების სხვადასხვა სფერო ერთად შეირწყა, რათა ეს სიმღერა იმ არაჩვეულებრივ ადამიანს მიძღვნოდა, რომელიც დღემდე ბევრი სხვა ადამიანის შთამაგონებელი გახდა.