გასცა ბრძანება, რომ ყვავილის წინააღმდეგ პირველად მისი ვაჟი აეცრათ – როგორ „გაუმკლავდა“ ერეკლე მეფე ანტივაქსერებს

Covid-19-მდე მთელი მსოფლიო და ცხადია, საქართველოც არაერთ ვირუსს შეუწუხებია. აცრა ყოველთვის იყო საუკეთესო გამოსავალი დაავადებისა და მისით გამოწვეული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. აცრების მოწინააღმდეგე ადამიანები ანუ დღევანდელი პოპულარული ტერმინით რომ ვთქვათ, ანტივაქსერებიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდნენ და მათ დასარწმუნებლად სახელმწიფოები და ქვეყნების ხელმძღვანელობა სხვადასხვა მეთოდს იყენებდა. შთამბეჭდავი გადაწყვეტილება მიუღია მე-18 საუკუნეში ერეკლე II-ს, რომელმაც აცრის უსაფრთხოებაში საზოგადოების დასარწმუნებლად, გასცა ბრძანება, რომ პირველი მისი შვილი აეცრათ.

მოკლედ, ეს ამბავი ასე იყო: 1770-1772 წლებში თბილისში შავი ჭირით ოთხი ათასი ადამიანი გარდაცვლილა. ფაქტობრივად, დედაქალაქის მოსახლეობის ერთი მეხუთედი. ამ სიტუაციაში მეფე ერეკლეს, დიდი რისკის ფასად, ასეთი გადაწყვეტილება მიუღია: გასცა ბრძანება, რომ ყვავილის წინააღმდეგ პირველად მისი ვაჟი აეცრათ, რათა სხვებს ერწმუნათ, რომ ეს საშიში არ არის და პირიქით, სასარგებლოა.

შემორჩენილია მეფის წერილი მის მოხელე რევაზ ამილახვართან, სადაც ერეკლე წერს:

„ჩვენს შვილს – იულონს ყვავილი ავუჭერით და გაცხელებული არის“. მაშინ, ალბათ, არ არსებობდა ტერმინი აცრა და მეფე სიტყვა „აჭრას“ ხმარობს.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მეფე ერეკლემ შემოიღო პირველად ეს სამედიცინო ტერმინი და იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც საფუძველი დაუდო და დასაბამი მისცა აცრებს საქართველოში.

ამ ისტორიას თავის ჩანაწერში გერმანელი მეცნიერი იოჰან გიუოლდენშტედტიც აღწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები