ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 938 705 აცრა ჩატარდა

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 938 705 აცრა ჩატარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 28 555 პირი.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 586 პაციენტი, გარდაიცვალა 74 ინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები