ეკატერინე ტიკარაძე: თბილისში კიდევ ემატება ერთი ლოკაცია, სადაც იქნება მასობრივი ვაქცინაცია – ეს არის ავლაბრის ტერიტორიაზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ავლაბრის ტერიტორიაზე ვაქცინაციის კიდევ ერთი პუნქტი დაემატება.
„გახსნილია არაერთი ვაქცინაციის პუნქტი და დღესდღეობით გვაქვს მიწოდების სიჭარბე. სწორედ აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი ყველა ჩვენი მოქალაქის მოწოდება, რომ ისინი მივიდნენ ადგილზე და აიცრან. თბილისში კიდევ ემატება ერთი ლოკაცია, სადაც იქნება მასობრივი ვაქცინაცია. ეს არის ავლაბრის ტერიტორიაზე, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. იქაც განთავსებული იქნება ათზე მეტი ბრიგადა. შესაბამისად, გამტარობა დღიურად იქნება 1000-დან 1 500 პაციენტამდე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.