მიხეილ სარჯველაძე: როგორც ბავშვს არ შეიძლება, ასანთი მისცე, დაახლოებით, იგივე სინდრომია მთავრობასა და ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობის“ მოყვანა

“როგორც ბავშვს არ შეიძლება, ასანთი მისცე დაახლოებით, იგივე სინდრომია მთავრობასა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას წინასაარჩევნო ბანერებზე საუბრისას განაცხადა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მელიასთვისაც უხერხულია და ბევრი იმ ადამიანისთვის, რომლებიც დღემდე „ნაცმოძრაობასთანაა“ აფილირებული და მართლაც, უხერხულია! უხერხულია იმ ხალხისთვისაც, მათ შორის, ოპოზიციის რიგებში, ვინც საუბრობდა, რომ მაგალითად ჩრდილოვან მთავრობაში, ძალოვან სტრუქტურებში არ შეიძლება მოხვდნენო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. იციან, რომ, აი, როგორც ბავშვს არ შეიძლება, ასანთი მისცე დაახლოებით, იგივე სინდრომია მთავრობასა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანა. რაც ყველაზე მთავარია, ეს ამომრჩეველმა იცის. ამიტომ სჭირდებათ ახალი ფინტების მოფიქრება, რომ როგორმე განცდა გაანეიტრალონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

წინასაარჩევნო ბანერებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – ელენე ხოშტარია და თბილისის მერობის კანდიდატი – ნიკა მელია სხვადასხვა საარჩევნო ნომრით არიან წარმოდგენილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები