აშშ-ში კორონავირუსისგან აცრილი მოქალაქეების 0,01%-ზე ნაკლებში დაფიქსირდა განმეორებით ინფიცირების დროს ჰოსპიტალიზაცია, ან ლეტალობა.
შესაბამის მონაცემს CNN ქვეყნის დაავადებათა კონტროლზე დაყრდნობით აქვეყნებს.
აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, 2 აგვისტოსთვის ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 164 მილიონზე მეტი პირი, ამასთან, მათ შორის გარდაცვალების მხოლოდ 1 507 შემთხვევაა, ანუ 0,001%-ზე ნაკლები და მხოლოდ 7 101 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, ანუ 0,005%-ზე ნაკლებს.
ამრიგად, სრულად ვაქცინირებული ამერიკელების 99,99%-ში დაავადების მძიმე ფორმა არ განვითარებულა, რომელიც ჰოსპიტალზაციას საჭიროებდა.
გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდგომ კორონავირუსით დაინფიცირებული შემთხვევების 74% მოდიოდა 65 წელს ზემოთ პირებზე, გარდაცვალების ყოველ მეხუთე შემთხვევაში ლეტალობის მიზეზი არა უშუალოდ კოვიდ-19, არამედ სხვა დაავადება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებში ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირება ფიქსირდებოდა.