გაიცანით იგორი, 73 წლის სკეიტბორდისტი

სკეიტბორდინგი 5 წლის წინ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშემში დაამატეს. ყველამ იცის, რომ ეს ახალგაზრდების და მოხერხებულების სპორტია. ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე ყველაზე უფროსი სკეიტბირდისტი 46 წლის რუნე გლიფბერგი იყო, მაგრამ მან გზა უმცროს თაობას დაუთმო და არცერთი ჯილდო არ აუღია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სკეიტბორდინგში ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს – მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და ვარჯიშობს სპორტსმენი, რომელიც 73 წლისაა.

ხანშიშესული სკეიტბორდერის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი – მას იგორი ჰქვია და დაფაზე დგომა 1981 წელს ისწავლა. მის შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა  ვიდეო გადაუღო და საკუთარ გვერდზე განათავსა, რამაც დიდი ყურადღება მიიპყრო.

აღსანიშნავია, რომ ხანშიშესული მამაკაცი არა მხოლოდ თავდაჯერებულად დგას დაფაზე და ავითარებს სახარბიელო სიჩქარეს, არამედ მოძრაობის იშვიათ და საინტერესო ტექნიკას იყენებს. ის მყარად დგას დაფაზე, ტერფები ახლოს აქვს ერთმანეთთან, ავითარებს სიჩქარეს და მოსახვევებში სხეულის გადახრის საშუალებით შედის. მოძრაობის ასეთ სტილს ვერ ნახავთ სკეიტპარკებში. იგორის მიერ გამოყენებული დაფაც უჩვეულოა. ეს იშვიათი და ხარისხიანი ნივთია, რომელსაც დღესდღეობით უბრალო მაღაზიაში ვერ შეიძენ.

40-წლიანი სტაჟის სკეიტბორდისტმა სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია, მისი ვარჯიშის ვიდეომ 5 ათასი მოწონება მიიღო. იგორი ახლა პენსიაზე და ვარჯიში ყოველდღე შეუძლია. ვინ იცის, იქნებ შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ზუსტად ის გახდეს მსოფლიო სენსაცია…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები