ტრამვაისა და მისი წინამორბედის ისტორია, რომელიც ბალტიმორში დაიწყო და მთელ მსოფლიოში გაგრძელდა

ტრამვაის წინამორბედი, კონკა, პირველად ბალტიმორში 1828 წელს გამოჩნდა. ოთხი წლი შემდეგ კონკით სარგებლობის საშუალება ნიუ-იორკელებსაც მიეცათ.

Enspand_hastsparvagn,_museivagn_fran_1877
1952 წელს ალფონს ლუბამ რელსების კონსტრუქცია დახვეწა. ახალი რელსი მიწის ზედაპირიდან  ნაკლებად იყო ამოშვერილი, შესაბამისად, კონკით გადაადგილება უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდა. ელექტროძრავით აღჭურვილი სამგზავრო ტრამვაი პირველად ბერლინის ქუჩებში 1879 წელს გამოჩნდა.

42124241_1821039567945688_5009612835731275776_n

გერმანელი ინჟინრის, ფონ სიმენსის მეირ შექმნილი კონსტრუქცია საათში 6 კილომეტრს ავითარებდა და ბერლინსა და ლიხტენფერდს შორის მოძრაობდა. 3-ცხენისძალიანი ძრავის ასამუშავებლად 150 ვოლტი იყო საჭირო. ლოკომოტივის წონა 4 ტონას შეადგენდა. პირველი ოთხი თვის განმავლობაში სიმენსის ტრამვაით 86 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. 1880 წელს ტრამვაიმ დიუსელდორფსა და ბრიუსელში დაიწყო მოძრაობა. 1881 წელს ტრამვაი პარიზშიც გამოჩნდა, 1882 წელს კი- ლონდონში.

ETramParis1881

ოკეანის გაღმა ანუ აშშ-ში ელექტროტრამვაის გამოჩენა ადგილობრივ გამომგონებელს, ლეო დაფტს უკავშირდება. 1885 წლის 10 აგვისტოს ბალტიმორის მცხოვრებლებს ახალი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის საშუალება მიეცათ. ტრამვაი, დიდი ხნით, ამერიკული ქალაქების განუყოფელი ნაწილი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები