რა ასრულებდა კონდიციონერის როლს საუკუნეების წინანდელ ირანში

იეზდში (ირანში) 40º სიცხეში ცხელი ჩაის დალევა ნორმალურ მოვლენად ითვლება. რასაკვირველია, მზის გულზე ეს შეუძლებელი ჩანს, მაგრამ იეზდში, უძველესი კონდინციონერის დახმარებით, ეს შესაძლებელია.

ქარმჭერი არის მაღალი, საკვამურის მსგავსი სტრუქტურის ნაგებობა, რომელიც მოთავსებულია ძველი სახლების სახურავზე. ის ძალიან მარტივად იჭერს ბრიზს და აგზავნის მას დაბლა, ოთახებში ან გადახურულ ეზოში, მეტიც, შესაძლებელია, მისი დახმარებით, მალფუჭებადი საკვები დიდი ხნის განმავლობაში შევინახოთ მაცივრის გარეშე.

უძველესი სპარსელები, ეგვიპტელები თუ არაბები თავიდანვე შეეგუვნენ გარემო პირობებს და არქიტექტურის დახმარებით, მოახერხეს ამ გარემოში ადაპტაცია. ქარმჭერი კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც გვხვდება ახლო აღმოსავლეთიდან ეგვიპტემდე, ასევე, პაკისტანსა  და ინდოეთში. თუმცა, ირანსა და ეგვიპტეს შორის დღემდე არსებობს დავა, თუ ვინ არის ქარმჭერის გამომგონებელი.

Wind catchers also channelled cool air into underground cellars used to store perishable food items (Credit: Credit: Shervin Abdolhamidi)

ირანში უძველესი ქარმჭერები მე-14 საუკუნით თარიღდება, მაგრამ მათ შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მე-5 საუკუნის პოეტის, ნასირ ხუსროს წერილებში გვხვდება.

იეზდში ქარმჭერების უმრავლესობას მართკუთხა ფორმა აქვს. არსებობს სხვადასხვანაირი ქარმჭერი, იმისდა მიხედვით, თუ რა არელია გარშემო. მაგალითად, იეზდის მახლობელ პატარა ქალაქ მეიბოდში ქარმჭერში მხოლოდ ერთი მიმართულებიდან შედის ქარის ნაკადი, რადგან გარშემო გაშლილი ტერიტორიაა და ამით არქიტექტორმა თავიდან აიცილა უდაბნოს ცხელი ქარები. თავად იეზდი კი მთებითაა გარშემორტყმული, რაც ბოლოკავს უდაბნოს ქარებს, ამიტომ აქ ქარმჭერში ქარს რამდენიმე შესასვლელი აქვს.

The city of Yazd recently received Unesco World Heritage status (Credit: Credit: Shervin Abdolhamidi)

როცა ქარია, რა თქმა უნდა, ქარმჭერი მას იჭერს და გარდაქმნის სასურველი ტრაექტორიით, მაგრამ როცა ქარი არაა? მაშინ ქარმჭერი მუშაობს მზის საკვამურივით, რომელიც ქმნის ზეწოლას, თბილ ჰაერს აღვივებს და კოშკის გავლით აგრილებს. შესაბამისად, სახლში შესამჩნევად გრილ ტემპერატურას ინარჩუნებს.

Wind catchers are still used as a form of air conditioning in some Persian houses (Credit: Credit: Shervin Abdolhamidi)

იეზდში განსაკუთრებით თვალშისაცემია ყაჯარების ეპოქის სახლები, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება და იმ პერიოდის ირანის არქიტექტურულ სტილს ასახავს. მას ახასიათებს დიდი მართკუთხა ეზოები, რომლებსაც აქვთ ზამთრისა და ზაფხულის განყოფილება. საინტერესოა, რომ ზამთარში ეზოს ეს მხარე  მზით მაქსიმალურად თბება, ხოლო ზაფხულში პირიქით, მაქსიმალურად შემცირებულია მზის კონცენტრირება და საქმეში ქარმჭერი ერთვება.

2017 წლიდან ქალაქი იეზდი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა ადგილობრივებს, რომ შეინარჩუნონ წინაპართა სახლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები