მიხეილ ყაველაშვილი: მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია

“მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ შეთანხმებაზე ხელმოწერისას სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედა.

„მმართველმა პარტიამ იმოქმედა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, წავიდა არაერთ დათმობაზე და ხელი მოაწერა შეთანხმებას. ჩვენ გავატარეთ არაერთი რეფორმა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ამ შეთანხმებას ვასრულებდით ცალმხრივად. რადიკალურმა ოპოზიციამ, გარდა იმისა რომ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაღრმავებულიყო პოლარიზაცია. პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, ყველაფერს აკეთებენ, რომ შექმნან დესტრუქციული დღის წესრიგი. ამის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს მიშელის დოკუმენტს. უფრო მეტიც, მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები