ჩესკი-კრუმლოვის შთამბეჭდავი არქიტექტურა, რომელსაც იუნესკოს ძეგლთა სიაში საპატიო ადგილი უჭირავს

ჩესკი-კრუმლოვი პატარა ჩეხური ქალაქია სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში. ის ცნობილია თავის დახვეწილი არქიტექტურითა და ხელოვნებით, რომელიც ძველ, ისტორიულ, ჩესკი-კრუმლოვის ციხესიმაგრის ქალაქს მიეკუთვნება. 1992 წლიდან, ქალაქის ძველი ნაწილი, პრაღის ციხესიმაგრეების რაიონთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

ქალაქისა და ციხესიმაგრის მშენებლობა XIII საუკუნეში დაიწყო მდინარე ვლტავას სანაპიროზე, იმ ადგილას, რომელიც ბოჰემიის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს უყრიდა თავს. 1302 წლისთვის ქალაქიც და ციხესიმაგრეც დიდებულებს — როზენბერგის ოჯახს ეკუთვნოდა. 1602 წელს ის საღვთო რომის იმპერატორმა, რუდოლფ II-მ იყიდა და თავის ვაჟს გადასცა. იმპერატორმა ფერდინანდ II-მ კი ის ეგენბერგების ოჯახს გადასცა. 1719 წლიდან 1945 წლამდე ციხესიმაგრე შვარცენბერგების ოჯახს ეკუთვნოდა. ციხისა და ძველი ქალაქის არქიტექტურის უდიდესი ნაწილი XIV-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. ქალაქის სტრუქტურა მთლიანად გოტიკურ, რენესანსულ ან ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი.


1.The Ultimate Magical Fairytale City

2.The Ultimate Magical Fairytale City

3.The Ultimate Magical Fairytale City

4.The Ultimate Magical Fairytale City

5.The Ultimate Magical Fairytale City

6.The Ultimate Magical Fairytale City

7.The Ultimate Magical Fairytale City

8.The Ultimate Magical Fairytale City

9.The Ultimate Magical Fairytale City

10.The Ultimate Magical Fairytale City

11.The Ultimate Magical Fairytale City

12.The Ultimate Magical Fairytale City

13.

The Ultimate Magical Fairytale City

14.The Ultimate Magical Fairytale City

15.The Ultimate Magical Fairytale City

16.The Ultimate Magical Fairytale City

17.The Ultimate Magical Fairytale City

18.The Ultimate Magical Fairytale City

19.The Ultimate Magical Fairytale City

20.The Ultimate Magical Fairytale City

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები