“ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული, ვთვლი, რომ ძალიან მალე დაგეგმილ ნიშნულს მივაღწევთ”
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული, რაც ძალიან პოზიტიურია.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მოთხოვნადი “ფაიზერის” ვაქცინაა.
“ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული, რაც ძალიან პოზიტიურია და მე ვთვლი, რომ ჩვენ ძალიან მალე დაგეგმილ ნიშნულს მივაღწევთ. გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12-საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას”, – აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.