ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე: ძნელია სიტყვების პოვნა, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით
ძნელია სიტყვების პოვნა, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ ,,ტვიტერზე” დაწერა.
მისი თქმით, საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხალხი და ისინი პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებენ.
„ძნელია სიტყვების პოვნა, რამდენად იმედგაცრუებული ვარ ქართველი პოლიტიკოსებით, თუმცა მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას, შეცვალოს სიტუაცია. ამ ერს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხალხი და ისინი პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებენ“, – წერს რასა იუკნევიჩენე.