თამარ გაბუნია: საუნივერსიტეტო სივრცეში დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაზე დარეგისტრირებულთა უდიდესი ნაწილი აცრაზე მივიდა.
მისი თქმით, საუნივერსიტეტო სივრცეში დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა იგეგმება.
„გაუქმებული ჯავშანი არის ერთეული, თავდაპირველად, მას შემდეგ, რაც 5 000 მოქალაქეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინც დარეგისტრირდა მოქალაქეების უდიდესი ნაწილი აცრაზე მოვიდა. ერთეული შემთხვევები იყო როცა ვინმე ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა და მას კიდევ დამატებით ხელახლა მოუწევს რეგისტრაციის გავლა, ასე რომ აქტივობა ჯავშნის შემდეგ ვაქცინის გაკეთების არის კარგი.
ასევე იგეგმება საუნივერსიტეტო სივრცეში დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა და უკვე ამ კვირის ბოლომდე ესეც დაგვემატება. ცოცხალი რიგი შესაძლებელი იქნება მაშინვე, როგორც კი ჩვენ გვექნება დიდი სივრცე. ამცრელი პუნქტის მოწყობას სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაახლოებით 24 საათი სჭირდება. ამ კვირაში დავაკვირდებით როგორი იქნება აქტივობა და შემდეგ ვიფიქრებთ სამედიცინო დაწესებულებების გარეთ კიდევ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე, ასეთი ცენტრები დღეს ლილოსა და „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე წარმატებულად მუშაობს, ასე რომ როგორც კი გაიზრდება ამ ტიპის მოთხოვნა, მის მოწყობას დიდი დრო არ სჭირდება”, – განაცხადა გაბუნიამ.