ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა

საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მიმდინარეობა. გაცვალეს ინფორმაცია თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ და დააფიქსირეს მჭიდრო ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მზაობა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს და ამ მიზნით არსებული ფორმატების გააქტიურების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ფასეულია ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში წარმოებული პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. „ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე.
იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვთ ჩეხეთის რესპუბლიკას და საქართველოს. ჩეხეთის რესპუბლიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებში და არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ვისაუბრეთ ასევე იმ პროგრამებზე, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა და ჩეხეთის განვითარების სააგენტო ასრულებს სამეგრელოს რეგიონში და კონკრეტულად ზუგდიდში. შევთანხმდით, რომ შევეცდებით ორმხრივი თანამშრომლობით ეს პროგრამები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოვოთ”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები