დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდება
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ არსებული სივრცის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად შეიცვალა დაზიანებული ფილები და საპარკე ინვენტარი. ასევე, განახლდა საბავშვო სივრცე და დამონტაჟდა ახალი ატრაქციონები.
აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სერვისი 55“ შეასრულა. რეკრეაციული სივრცის აღდგენა 279 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.