კრწანისში, მარნეულის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარის დაგება დასრულდა

კრწანისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გზის მოწყობის სამუშაოები 14 მისამართზე მიმდინარეობს.

კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, მარნეულის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარის დაგება დასრულდა.

რაიონში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა

20000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ასფალტის ძველი საფარი ახლით, ჯამში, 45 მისამართზე შეიცვალა.

ამ ეტაპზე გრძელდება სამუშაოები სხვადასხვა მისამართებზე, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები