ნაძალადევის რაიონში, კახიანის II შესახვევში ბეტონის გზა, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, კახიანის II შესახვევში ბეტონის გზა, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, მიმდებარედ არსებულ ჩიხში კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
აღნიშნული გზები ათწლეულების განმავლობაში არ შეკეთებულა. კახიანის II შესახვევში არსებულ დაზიანებულ ქვაფენილზე გადაადგილება ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან უჭირდა.
პროექტის ფარგლებში, ორივე მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 3 372 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
საგზაო სამუშაოების ღირებულება 263 910 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.