მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება.
ამჯერად, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ სოლოლაკში, ამაღლების ქუჩის გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დაზიანებული რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, რეაბილიტირებული ქვაფენილიანი გზა მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებულ პრობლემას მოუხსნის.
საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები