თორნიკე რიჟვაძე: პრემიერმინისტრმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ახლა ჯერი მოსახლეობაზეა
“პრემიერმინისტრმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ახლა ჯერი მოსახლეობაზეა”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდპანდემიის მართვასა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მსურს, გამოვეხმაურო კოვიდპანდემიის მართვასა და ვაქცინაციის პროცესს და კიდევ ერთხელ მსურს, მოსახლეობას მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა და მთლიანად მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დონეზე. ახლა ჯერი არის მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე და ჩვენ ერთიანი პასუხისმგებლობით უნდა შევძლოთ ამ ბრძოლაში მინიმალური დანაკარგებით გამარჯვება. ამისთვის მოსახლეობას მინდა, მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ, ვინაიდან ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.