მერია: კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით

დედაქალაქის მერია პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირებაზე საბიუჯეტო თანხები იხარჯება. უწყების განმარტებით, პოსტების რეკლამირებას მერი თავისი სახსრებით უზრუნველყოფს.

„პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა.

აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის: საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს – 137,139.41 ლარი; 2019 წელს – 143,590.42 ლარი; 2020 წელს – 58,117 ლარი; 2021 წელს – 15,028 ლარი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები