ვაკის რაიონში საერთო სარგებლობის კიბეები ეწყობა
ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რაიონის ხუთ მისამართზე არსებულ ფერდობებზე საერთო სარგებლობის კიბეები ეწყობა.
სამუშაოები ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N7 კორპუსის, ნუცუბიძის II მ/რ III კვარტლის N4 კორპუსის, ნუცუბიძის II მ/რ N1 კორპუსის, ნუცუბიძის I მ/რ N16 კორპუსის და ნუცუბიძის I მ/რ N17 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. ხუთივე პროექტის ჯამური ღირებულება 109 624 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ სამუშაოებს, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N7 კორპუსის მიმდებარედ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.