ანა ნაცვლიშვილი: კლანი არსებობს, რომელიც სასამართლოს კლანური და არაკანონიერი წესით მართავს

“ქართული ოცნების” მიერ სასამართლოს ნაწილში გადადგმული ნაბიჯები არის შეთანხმების დარღვევა“, – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე “ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კლანი არსებობს, რომელიც სასამართლოს კლანური და არაკანონიერი წესით მართავს.

„სასამართლოს შესახებ ყველა აკეთებს კომენტარს, მათ შორის, პრეზიდენტმა მიშელმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით ძალიან ცხადი და არაორაზროვანი განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები არის შეთანხმების დარღვევა სასამართლოს ნაწილში. ამიტომ, „თუ არსებობს ხარვეზები“ კი არა, უზარმაზარი ხარვეზები არსებობს სასამართლოში. კლანი არსებობს, რომელიც მართავს ამ სასამართლოს კლანური და არაკანონიერი წესით. სწორედ ეს არის აღნიშნული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები