თამარ გაბუნია: პედიატრიული შემთხვევების რიცხვი ბოლო პერიოდში გაიზარდა, საბედნიეროდ, ინფიცირებულთა უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი მაღალია, რის გამოც მობილიზებულია ჰოსპიტლების ქსელი, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა კოვიდსასტუმროების ქსელის გაფართოებაზე.

გაბუნიას თქმით, ბოლო პერიოდში ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, თუმცა, ძირითადად, დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

„გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 261 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18. შემთხვევების რაოდენობა მაღალია, რაც ჩვენთვის თავისთავად განსაკუთრებული ყურადღების საგანია. მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი, ასევე, მიდის მუშაობა სასტუმროების ქსელის გაფართოებაზე. ბოლო პერიოდში მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა. იყო ერთეული შემთხვევები მძიმე მიმდინარეობის. სამწუხაროდ, ორი გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში, თუმცა, სხვა შემთხვევების უმეტესობა, საბედნიეროდ, არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. შედარებით გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, რაც ასევე საყურადღებოა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები