გლდანის რაიონში, წყალსადენის ჩიხში ასფალტის საფარი იგება

გლდანის გამგეობა საგზაო სამუშაოებს  განაგრძობს. რაიონში მიმდინარეობს, როგორც ცენტრალური ქუჩების, ასევე, შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჯერად, ასფალტის საფარი წყალსადენის ჩიხში იგება.

კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასფალტის ორი ფენა საფარი 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგება.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 84 993 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები