მთაწმინდაზე, ყიფიანის ქ.№30-ში საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულდა

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქ.№30-ში საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, გამგეობამ რკინა-ბეტონის კედლები მოაწყო, რომლებმაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნა.

კედლების მოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დააფინანსა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 85 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ინსტალ +“- მა შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები