ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად მელიას დასახელება ნიკასთვის იქნება მძიმე, რადგან წაგების შემთხვევაში თვითონ დაზიანდება

“გამორიცხულია, ჩვენ რაიმე საერთო ძალისხმევაში ვიყოთ ჩართული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ეს არის ძალა, რომელსაც რევოლუცია უნდა”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მელიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება ნიკასთვის იქნება მძიმე, რადგან წაგების შემთხვევაში თვითონ დაზიანდება.

„გამორიცხულია, ჩვენ რაიმე საერთო ძალისხმევაში ვიყოთ ჩართული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ეს არის ძალა, რომელსაც რევოლუცია უნდა. მელიას მხრიდან მერობის კანდიდატად დასახელება იქნება მისთვის მძიმე, რადგან წაგების შემთხვევაში, ამის ალბათობა დიდია, ძალიან დაზიანდება თავად ნიკა მელია, ისედაც დაზიანებულია ციხის, დაკავებისა და შესვლა-შემოსვლის შედეგად. ელენე ხოშტარიას კი რამდენად ესმის ქალაქის პრობლემები, ეგ ცალკე საკითხია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები