ჩუღურეთის რაიონში ავარიული ფერდობის დამჭერი კედელი მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის შესახვევი N1-ის და ახალი არსენალის N12-ის მიმდებარედ, 140 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მწვავედ ავარიული ფერდობის დამჭერი კედელი მოეწყო.

მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 75 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები