ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე არსებული 300-მეტრიანი გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო. დენდროლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე შესრულდა.
პროექტის ფარგლებში, 775 ძირი ხე-მცენარე დაირგო, მოეწყო გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ასევე, გზაგამყოფის გარშემო დამონტაჟდა ბორდიურები და მოპირკეთდა ბილიკები.
გამწვანებული სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე საფარის შენარჩუნება და განვითარება, რაც, თავისთავად, მეტი და მეტი გამწვანებული სივრცის შექმნას გულისხმობს. ურიდიას ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი ყველა გამვლელს ახსოვს, როგორ ცუდ მდგომარეობაში იყო, მხოლოდ ავტოსადგომად იყენებდნენ. ახლა ეს სივრცე გამწვანებული და განათებულია. კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, მოსწონთ მათ ქუჩაზე ასეთი ლამაზი მწვანე სივრცე რომ შეიქმნა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 180 000 ლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები