როდის მიიღებს ქვეყანა „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს – ამირან გამყრელიძის განმარტება
“უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, როდის მიიღებს ქვეყანა „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებით დოზებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დამატებითი დოზები იქნება რამდენიმე ათეული ათასის ფარგლებში.
„ფაიზერთან“ დაკავშირებით, უკვე დაანონსებულია და იცით, რომ ეს ვაქცინა პერიოდულად მოგვეწოდება. ამ კვირაში – შეიძლება, დღესაც, ხვალაც, ჩვენ მივიღოთ ინფორმაცია, როდის იქნება დამატებითი დოზები. ეს იქნება რამდენიმე ათეული ათასის ფარგლებში. შესაბამისად, როცა ვაქცინები იქნება ჩვენს საწყობში, გამოცხადდება დაჯავშნა და კონკრეტულად გეცოდინებათ, თუ რამდენ ვაქცინაზე იქნება ჯავშანი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.