ვახო სანაია: ხვალ ამ შენობაში მოდის შს მინისტრი, ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ

„ხვალ ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარი, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ პატლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

სანაიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

“მინდა, მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ, რა შეგვიძლია“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები