გიორგი ნიკოლოშვილს, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს, რომელსაც 5 ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხა თავს და სცემა, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. გიორგი ნიკოლიშვილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და მკურნალობას გადის.