მეუფე სტეფანე: გაბრაზებული მედია ცდილობს ახლა, შური იძიოს ვისზე, საკუთარ ხალხზე? ვერ გავიგე რა უნდათ

“უნდათ, რომ მათ მხარი დაუჭიროს ვინმემ და რომ არ უჭერენ მხარს, ამაზე ბრაზდებიან და გაბრაზებული მედია ცდილობს ახლა, შური იძიოს ვისზე, საკუთარ ხალხზე? ვერ გავიგე, რა უნდათ”, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალეიჯიშვილი) განაცხადა.

მისი თქმით, 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმა პროვოკაციულად იყო დაგეგმილი.

“5 ივლისი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა, ან 6 ივლისი, რომ არ ყოფილიყო პროვოკაციულად დაგეგმილი, რომელიც მთელი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მიუღებლად მიაჩნია. ჩვენ ვინმეს იმის გამო რომ ის ცოდავს, ნგრევა და ცემა და რაღაცა დავუწყოთ ან ვინმეს მოვუწოდოთ ამისკენ – ეს არის აბსურდი და ამას არასოდეს არ გავაკეთებთ. სხვათა შორის, ეკლესია აფრთხილებდა, რომ ძალიან დიდ ღელვას იწვევს ხალხში ასეთი მოქმედებები და თხოვა კიდეც მთავრობასაც, ელჩებსაც და იმ ადამიანებსაც ვინც აპირებდა ამის გაკეთებას [პრაიდის ჩატარებას], რომ ნუ ითამაშებენ მოსახლეობის განწყობებზე და პროვოკაციული ქმედებებით ნუ გამოიწვევენ ქვეყანაში არეულობას.

ხალხის ქუჩაში გამოსვლა იყო დაგეგმილი პროვოკაციულად, იცოდნენ რომ გამოვიდოდა, იცოდნენ რომ ამ ხალხის აღშფოთებით უნდა ესარგებლათ, ე.ი. რა შეეშლებოდათ, რას გააკეთებდნენ არასწორად, ამას ყველაფერს ცდილობდნენ რომ დაეფიქსირებინათ და ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ მე რომ ჟურნალისტებზე თავდასხმაც იყო დაგეგმილი იმავე პროვოკაციის ფარგლებში რა პროვოკაციაც გაუკეთეს მთელ საზოგადოებას.ყავთ იქ ხელმძღანელები და პირდაპირ აგინებენ ეკლესიას, პირდაპირ უპირისპირდებიან ეკლესიას და საერთოდ პირდაპირ უპირსპირდებიან საზოგადოებას, საქართველოს და უნდათ რომ მათ მხაარი დაუჭიროს ვინმემ და რომ არ უჭერენ მხარს ამაზე ბრაზდებიან და გაბრაზებული მედია ცდილობს ახლა შური იძიოს ვისზე, საკუთარ ხალხზე? ვერ გავიგე რა უნდათ.

მე ვგმობ ძალადობას რომელიც მოხდა 7 ნოემბრეს, 26 მაისს. და ის ხალხი ვინც ახლა ამ ძალადობებთან არის კავშირში, იმ ძალადობებთანაც კავშირშია. საერთოდ ძალადობა სიტყვა ნიშნავს ჩაგვრას, არა ძალის გამოყენებას არამედ დაჩგვრას. როცა ჩაგრავ ვინმეს ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. ის ჩაგვრაც რაც განხორციელდა ჟურნალისტების მიმართაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ჩემთვის მისაღები არ არის”, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები