ამირან გამყრელიძე: ,,ფაიზერის” 2 500-მდე დოზა გადადებულია, უპირატესობა აქვთ ქართველ სტუდენტებს

“დაახლოებით, 11 646 ჯავშანი არის გაკეთებული, დანარჩენი 2 500-მდე დოზა გადადებულია, უპირატესობა აქვთ ქართველ სტუდენტებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ფაიზერით“ უკვე აცრილია 340-მდე ქართველი სტუდენტი და კიდევ იცრება.

„12 000 ჯავშანი შევსებულია. დღეიდან 7 დაწესებულებაში დაიწყო ვაქცინაცია. ჩვენ მომავალ კვირაშიც ველოდებით დამატებითი დოზების შემოსვლას. „ფაიზერი“ არის ექვსდოზიან ამპულებში და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, რომ დანაკარგი იყოს მინიმალური. დაახლოებით, 11 646 ჯავშანი არის გაკეთებული, დანარჩენი 2 500-მდე დოზა გადადებულია, უპირატესობა აქვთ ქართველ სტუდენტებს. „ფაიზერით“ უკვე აცრილია 340-მდე ქართველი სტუდენტი და კიდევ იცრება. განცხადება აქვს 200-მდე ქართველ სტუდენტს, ვინც მიემგზავრება დასავლეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად. იცით, იქ წესია, რომ კამპუსზე უნდა იყოს ორჯერადად აცრილი ადამიანი და ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს სწორედ „ფაიზერს“. ამიტომ იქნა იმუნიზაციის საბჭოს მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებული. კიდევ დაახლოებით 1 000-ზე ცოტა მეტი განცხადებაა და ამ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ექიმის რეკომენდაცია გაცემული. ასევე, გარკვეული ჯგუფია ორგანო გადანერგილებისა, ვისაც ჩვენ ვცრიდით „ფაიზერზე“ და დარჩენილნი არიან, ვისაც სურს, აიცრან. დარჩენილი დოზები მეორე პარტიას შეუერთდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები