თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, N45 და N47 კორპუსების მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა გრძელდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, N45 და N47 კორპუსების მიმდებარედ, სანიაღვრე ქსელის მოწყობა გრძელდება.

ეს სამუშაოები ხორციელდება იმ პროექტის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც N41, N51 და სხვა კორპუსებთან სანიაღვრე სისტემა უკვე მოეწყო და ასფალტის საფარის ერთი ფენა დაიგო. გეგმის თანახმად, მიწისქვეშა და მიწისზედა სამუშაოები 4800-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე ჩატარდება.

მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები